რომანტიული დილა მიცვალებულთან ერთად


ყველაფერი უკეთესად იქნებოდა დილით თავზე წამომდგარი ირაკლი ანუ ბუბუ რომ არ დამენახა. სახე ისე ახლოს ქონდა მოტანილი, თვალი რომ გავახილე მისი დიდი და ყავისფერი წამწამების ჩრდილი ღამურის ფრთებად მომეჩვენა და შევკრთი.

– მეგონა აღარ სუნთქავდი–გაიღიმა იდიოტური, მაგრამ საყვარელი ბავშვური ღიმილით და ცხვირზე მაკოცა. ძალიან გავბრაზდი, სახე გვერდზე გავწიე და უხეშად მოვიშორე. არაჩვეულებრივი დასაწყისი იყო ჩემი ნაოცნებარი შვებულების პირველი დღისთვის. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც იმის მაგივრად რომ უბრალოდ დუმილით გაგილამაზონ ერთად ყოფნის დრო– სულელური, უაზრო და ჭკუიდან გადამყვანი ხუმრობით ცდილობენ … რას ცდილობენ ჯერ კიდევ ვერ მივხვდი, მაგრამ გამუდმებით ცდილობენ რაღაც მსგავსს. ყველა ვისთანაც მძინებია, ბოლოს მაინც აფუჭებს ჩემს მიერ მისთვის მინიჭებულ განსაკუთრებული პიროვნების სტატუსს და ერთ მომაკვდინებელ აზრთან მაახლოებს– ყველა მამაკაცი და ქალი ერთი ნაგავია.

რატომ უნდა ეგონო რომანტიული ღამის შემდეგ შენს მეგობარს მიცვალებული? ალბათ იმიტომ, რომ მძინარე არასექსუალურად გამოიყურები (სხვათაშორის იაპონიის კანონმდებლობით ეს საკმარისი არგუმენტია ცოლ–ქმრის გაყრისთვის). ალბათ იმიტომ, რომ დილით ერთ საწოლში არ უნდა იღვიძებდეთ და წინა საღამოს ეროტიული სპექტაკლი ფარდის დაშვებით და საძინებლიდან აორთქლებით უნდა დაასრულო. ხო და ავაორთქლე! თან ისე მომენტალურად, რომ ბოლოს ვფიქრობდი ხომ არ მომეჩვენა მეთქი.

დილით ისეთი საზარელი ვარ, როგორც მითიური მედუზა მსხვერპლის მონუსხვის პროცესში და სარკეს თავჩახრილი გავუვლი ხოლმე, საკუთარმა გამოსახულებამ ატროფია, რომ არ დამმართოს (მიუხედავად ამისა მაინც არ უნდა ვგონებოდი მკვდარი!!!).

ყავას ვიმზადებ, სიგარეტს ვუკიდებ და თმას ვეთამაშები. ხუთი წუთის შემდეგ მომენტალურად ვიწყებ მკაცრად გაწერილი მოქმედებების მექანიკურ პროცესს. აბაზანა, გარდერობი, კეისი, გასაღები და… ხმაურიანი, აზვირთებული ქალაქის ქუჩაში 10 ქულიანი ნახტომი ტრამპლინიდან.

დღეს და კიდევ ერთი კვირა სამსახური წითლად გადავხაზე, ამოვაგდე მენიუდან და გაუფრთხილებლად დავადექი სახლში სოფას.

–woow! რა მოხდა?! საიდან გაჩნდი? ხომ კარგად ხარ? შემო…– ისეთი გაოცებული სახე მიიღო, როგორც ალადინმა ლამპარის გაპრიალების შემდეგ.

–სოოფ.. მკვდარს ვგავარ?! –ძალიან სერიოზული გამომეტყველებით გამოვაქარაგმე მკვეთრი თანხმოვნები.

–ააარა… რატო.. კი!! არა.. რა გჭირს?!!!– საყვარელი ქერა თმა ჩალასავით აუბუსუსდა მომენტალურად.

რამდენიმე წუთში სამზარეულოში ვისხედით და ენერგიულად ვექაჩებოდით სიგარეტს.

– ქალაქიდან გავიდეთ ერთი–ორი დღე, მართლა გადაიღალე, მაგის გამო გააგდე? ისე ზოგს რა ბედი აქვს… მე ჩემსას ლამის ფეხებს ვუკოცნიდი და მაინც დამადო…. აი ნახავ ისევ დაგირეკავს. ცოდო არააა?!!! მართლა გიჟი ხარ. არ შეიძლება მასე…–პაუზის გარეშე მისთვის დამახასიათებელი  სხაპასხუპით  წამიკითხა მორალი.

– არაყს დალევ? დავლიოთ და გავიდეთ… თეის გავუაროთ და ბულაჩაურში ავიდეთ, დღეს გიოს დაბადების დღეა კაი სიტუაცია იქნება, გაგვისწორდება.– ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.

თეი არ წამოგვყვა, სამაგიეროდ ნიკა და მეორე გიო პირველივე ზარის შემდეგ სადარბაზოსთან გველოდებოდნენ.

გიოს დაბადებისდღე და… შერეული სასტავი… სასმელი… მოსაწევი…გაურკვეველი მუსიკა… ბანძი გოგოები… ბანძი ტიპი საიდანღაც და რატომღაც…. სახლში მინდა, ჩემი პიჟამო და ბალიში მომენატრა მომენტალურად.

– გიოს მეგობარი ხარ?–მეკითხება ვიღაც ნაკვები ჯეელი გამო***ვებული  სიფათით და  ირონია ნარევი  გოიმური აქცენტით და თან ზმანზე ისე მაკვირდება ვიფიქრე უცხოპლანეტელის კოსტიუმში ხომ არ ვარ გამოწყობილი თქო.

–კი, გიო ჩემი ბავშვობის მეგობარია…– გავუღიმე მოწყალე სახით და თვალებით ჩემებს დავუწყე ძებნა.

–არ მოწეევ?– მრავლისმეტყველი წინადადება ამოიქნია ჯიბიდან.

–არაა… მადლობააა… გავწელე ჩემებურად და ისევ მოწყალე ღიმილი მივაყოლე.

–შენ ცუდად ხო არ ხარ?!– სახეზე იაფფასიანი შეშფოთებული გრიმასა აღებეჭდა.

–რა მეტყობა ცუდად ყოფნის?!!– დავუკერე როჟები.

–არა… რავი მკვდრის ფერი გადევს… და ვიფიქრე რამე ხო არ უჭირს თქო ტო…

გონებაში ბუბუს ღამურასწამწამებიანმა თვალებმა გადამირბინეს, დამცინავად გამომხედეს და ისევ აორთქლდნენ. მომენტალურად ავენთე, ღრმად ჩავისუნთქე და ის–ის იყო ღმუილით უნდა მემცნო ჩემი დამოკიდებულება მისი სამედიცინო ანალიზის შესახებ, რომ ტუჩებზე ვიღაცის ძლიერი ხელი გადამეფარა და ნაცნობი მამაკაცური ღრენით, ჩემი აზრებისგან ოდნავ განსხვავებული ფორმატით ამცნო ნაკვებ, გამო***ვებულ “მკურნალს” სად უნდა შეენახა მისი დიაგნოზის პასუხები.

– ხომ გითხარი მიცვალებულს გავხარ მეთქი სულელო! შენ კიდე არ დამიჯერე… აჰა! ესეც მე ვიყავი?… სიცილს ძლივს იკავებდა ბუბუ.

გადავირიე! გავცოფდი! ლამის კრუნჩხვა დამემართა სიმწრისგან!!!

სოფა პოტენციურ საბედოს ავაცალე ცხვირწინ და ნიკუშა ქეჩოთი გამოვათრიე გარეთ. მეორე გიორგი არც გამხსენებია.

ნახევარ ისევ სოფასთან ვისხედით და ეხლა უკვე ამ ორი ბატის ჭუკის მხიარულების მიზეზი ვიყავი მე  ჩემი მიცვალებულის სახით და ძალად “მკურნალი” იდიოტი.

დღეს ჩემი შვებულების კიდევ ერთი დილა თენდება, სანამ დავიძინებ კიდევ ერთხელ დავაკვირდები საკუთარ სახეს და საღამომდე  ჩემს ბალიშთან მექნება  ინტიმური პაემანი.

ბალიშთან- რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და ყოველ დილით სპანჩბობის საყვარელი ღიმილით მიღიმის – ჩემი მედუზა გორგონასეული მომაკვდინებელი მზერის მიუხედავად.

სასიამოვნო დილას გისურვებთ “მიცვალებულების” სახიანო ანგელოზებო.  აXიომა :*

About these ads
Categories: Uncategorized | Tags: | 10 Comments

Post navigation

10 thoughts on “რომანტიული დილა მიცვალებულთან ერთად

  1. ისა.. დილით ყოველთვის კარგად გამოვიყურები .. ნუ მეტნაკლებად.. ახლც კი, როცა წესით თავი უნდა მისკდებოდეს და პახმელიაზე ვიყო :დ

  2. აი ვერ წარმოიდგენ როგორ მომწონს ყველაფერი რასაც წერ, საერთოდ ადამიანებს პრინციპულად არ ვეუბნები კარგს პირდაპირ, მაგრამ ეხლა ჭეშმარიტად შენი პოსტის ზემოქმედების ქვეშ ვარ, ყველაზე საოცარი იცი რა არის? როცა ვკითხულობ მგონია რომელიმე ფილმს ვუყურებ მაგარ გოგოზე, ვერ წარმომიდგენია რომ ეს ყველაფერი აქ, ამ ჩამკვდარ თბილისში შეიძლება მოხდეს:) (თუმცა გამორიცხული არ არის ყველაფერი ჩემი გამოუცდელობის ბრალი იყოს, მე ხომ სწორ ხაზზე მიწევს ცხოვრება) ძილის წინ, არაჩვეულებრივად საკითხავი პოსტია:)

  3. Teaa

    ძალიან ლამაზი პოსტია.. მომეწონა =) cool

  4. არ ვიცი დილით როგორ გამოიყურები, მაგრამ მიცვალებულის დაწერილ პოსტს ნამდვილად არ ჰგავს რაც მე წავიკითხე. :) შეიძლება უბრალოდ გეხუმრა, ან ნეკროფილური ფანტაზიები მასში აღზნებას იწვევს. :) )))

  5. ეს პოსტი არ მქონია წაკითხული :) )) ისეთი ღიმილით ჩავიკითხე, ეხლაც გაკრეჭილი ვზივარ :დ

    • აქსიომა

      მე კიდევ ამ კომენტარზე გამეღიმა და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. მადლობა ნინაკა. :*

  6. ლიკა

    რაც შენ სიგარეტს უბუთქუნეებ, საერთოდ როგორ შეგრჩა ეგ ფერიი?!…..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.

იმისთვის რომ იცხოვრო

იმედი ხედავს უხილავს,გრძნობს არარსებულს და ახდენს შეუძლებელს

უსათაურო

The greatest WordPress.com site in all the land!

smiley

just keep smiling

Salolas's Blog -‘๑’

მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი... -‘๑’

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

მიყვარხართ ^.^

ვინც არუდნა იყო ჩემს ბლოგსა შინა ....

me da chemi blogi

ჩემი სამყარო ჩემს ბლოგში.. <3

Megan

Hello, Your Welcome/ გამარჯობა, კეთილი იყოს შენი მობრძანება

კუში-კუში...

ბლოგი სამი წერტილით ...

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

ყველაფერი

It's everything - kvelaperi.wordpress.com

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბუქნი

❝If you never try, You'll never know❞♫❤

out13side

პანდას ბლოგი

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

ნინი'ს ბლოგი

ექსპერიმენტი

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 150 other followers

%d bloggers like this: