შიში შეიქმს


       შიგა და შიგ, პერმანენტულად ვამჩნევ, რომ საკუთარი თავის შებრალება დავიწყე და ნერვები მეშლება. საკუთარი თავის იმიტომ, რომ ჩემი ჯიშის ადამიანები მეცოდებიან. სერიოზულად მეცოდებიან და ვიცი, რომ ასეთი ზოგადი სახის სიბრალული ამპარტავნების მახინჯი გზით მიდის ხოლმე. ხო და გავაცნობიერე რა საკუთარი გენეტიკური თავისებურება, ვიპოვე აუარებელი მსგავსება, ავდექი და სხვა ადამიანებს შორის მშვიდად და ამაყად ჩავეწერე: ჩემიანების–ქართველების სიაში.

ჩავეწერე და სიბრალულიც საკუთარი თავიდან დავიწყე, ეხლა აღარც ამპარტავნების შემეშინდება და არც განდიდების მანიის. აღმოვაჩინე (მთელი ცხოვრება აღმოჩენებს ვაკეთებ), რომ ქართველები შეშინებულები ვართ, ოღონდ მართლა.

შეიძლება ამის აღიარება არც თუ ისე მარტივია, მაგრამ გვეშინია. საკუთარ თავს არ ვუტყდებით, რომ შიში გვიწამლის გონებას და შიში გვკარნახობს ინსტიქტების დონეზე მოქმედებებს.

ამის დასაფარად ირონია, ცინიზმი და მსგავსი უბედურებები ფანტასტიური საშუალებებია. ხო და დავცინით იმას– რაც გვაშინებს, ხმამაღლა გამოვთქვამთ ზიზღს და სწორედ ეს გვაერთიანებს კიდეც.

რა თქმა უნდა ყველა ერთ ქვაბში ვერ მოვიხარშებით და ზოგიერთ ჩვენგანში  ჰუმანურობით გამოწვეული საღი აზრიც კი იმარჯვებს ხოლმე, მაგრამ შიშის გაერთიანებებს სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით მეტი ძალა აქვს და საღი მარცვალიც ისე ლპება ხოლმე, როგორც სხვა დანარჩენი.

ძალიან გამიგრძელდა შესავალი ნაწილი და მოკლედ აგიხსნით რატომ ვბუზღუნებ. გუშინ ფეისბუქზე ერთ–ერთი ნაცნობი ადამიანის ფოტოებს ვათვალიერებდი და თუ არასტანდარტულ გამოსახულებას ვაწყდები სუფთა ცნობისმოყვარეობის გამო ქვემოთ გამოთქულ მოსაზრებებსაც გადავათვალიერებ ხოლმე. გოგოები გამწარებულები წერდნენ რომ ამ ახალგაზრდა ყმაწვილს ძალიან საყვარელი და ლამაზი ცხვირპირი აქვს, რომ უსაშველოდ უხდება არასტანდარტული წელსზევით სიშიშვლე და რომ მისი ფანები არიან. ჩავყევი კომენტარებს და მხოლოდ ერთი მამაკაცის კომენტარს მოვკარი თვალი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: “ვაა ვატო რა ლამაზი ხარ ამ სურათში, ძალიან მაგრად გამოიყურები”. ესეც არაფერი… ამავე კომენტარს მისი ავტორის 3 წამიანი შუალედის მეორე კომენტარი მოყვებოდა (დაახლოებით): “ძმურად მიყვარხარ და მაგარი ვაჟკაცი კაცი ხარ”.

ანუ პირველი გულწრფელი ადამიანური აღტაცების გამოხატვა და მეორე ნაუცბათევი განმარტება იმის შესახებ, რომ ძმურად და არა სხვანაირად, ვაჟკაცურად და არა “ისე” უნდოდა რომ ეთქვა და აუცილებელი სინანული იმის შესახებ– რატომ თითები არ მოტყდა პირველი კომენტარის წერისას.

პირადად ვიცნობ და არც ერთის ჰეტეროსექსუალურობაში (მძულს ასეთი სექსუალური დანაწილებები) ეჭვიც არ მეპარება, სამაგიეროდ თვითონ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ შეიძლება მე შენ და სხვას შეეპაროს.

ესეც არაფერია, რომ არა ერთ–ერთი ჩემი უახლოესი მეგობრის წუწუნი იმის შესახებ, რომ დედამისმა მისი დაქალი აითვალისწუნა სრულიად უწყინარი საღამოს შემდეგ, როცა გოგოები დედის (რატომღაც) დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ერთ საძინებელში დარჩნენ და დილამდე (მე ამაში ეჭვი არ მეპარება) ჭორაობდნენ. დედამისმა გამთენიისას უძილო გოგოების დანახვაზე დაუფარავი ზიზღით აღნიშნა, რომ მათი დაქალობა არ მოწონდა და სასურველი იქნებოდა თუ აღარ ესტუმრებოდა ის გოგონა საერთოდ.

თავმოყვარეობის ამბავია და გოგონებმა სერიოზულად იკამათეს. დღეს ერთმანეთს ვერ იტანენ.

ასეა მაშინაც, როცა ჩემი ეზოს ბიჭები, ახალ გადმოსულ ტიპს ცუდი თვალით უყურებენ მარტო იმის გამო, რომ “ზედმეტად” ზრდილობიანია და თან მათთან მისალმების მეტს ვერაფერს ახერხებს (დილით გადის–საღამოს შემოდის).

ასეა მაშინაც, როცა სხვა უბნელი გოგო გვიან ბრუნდება (შუაგულ ვაკეში) გვიან ღამით ერთი და იგივე მანქანით და ყველას ბოზი გონია–არა და ნამდვილად ვიცი, რომ თავის დაქალს მოყავს სამსახურიდან უბრალო მეგობრული ჟესტის გამოსახატავად.

ასეა მაშინაც, როცა ორი უცხო ტიპი პირველივე შეხვედრისთანავე, გულითადი მეგობრული დიალოგის ნაცვლად დუმილს და გოგონების მოსმენას ამჯობინებს– ან ისეთ ზოგად მამაკაცურ თემაზე იწყებენ საუბარს, რომელიც ავტორებსაც და სხვებსაც ხშირად უხერხულ სიტუაციაში აყენებს.

ასეა მაშინაც, როცა მამაპაპურ სუფრაზე  (ხშირად რესტორნებში) ეს მამაკაცური მანერულობა, სასმელის მოქმედების პარალელურად პიკს აღწევს და ამ შიშებით გამოწვეული ცინიზმიც ლოგიგურ შედეგს იწვევს–თავპირდასისხლიანებულები რჩებიან.

იგივე ხდება მიტინგებზე– როცა ერთი მხარე ( გადამყენებელი) ნამდვილი ქართველი ვაჟკაცებისგან შედგება და მეორე მხარე (გადასაყენებელი) უჯიშო და საეჭვო ორიენტაციის ადამიანებისგან.

ამ შიშს ანუ ფობიას ქალბატონებიც იზიარებენ და უკვე სტანდარტად იქცა ეჭვიანობა ყველა მიმართულებით! ქმარი ზედმეტად უვლის თავს–განგაში ცხადდება!

მეტ დროს ატარებს თანამოაზრე მეგობართან – ჩუმი, მაგრამ განგაშია მაინც!

ბიჭი უკვე 16–ს გადაცილდა და სახლში ჯერ გინება არ წამოცდენია–თავზე გვემხობა ოჯახი!

გოგო ფოტოზე დაქალს კოცნის ყურზე– ვაი შვილო, ეს როგორ გამოგვეპარა!

ამ ფობიებისგან გასათავისუფლებლად მე შენ და იმან როგორც ყოველთვის, მთელი მსოფლიოსგან განსხვავებული, სამაგიეროდ საუკუნეებისგან გამოცდილი გზა ავირჩიეთ–მამაკაცი უნდა იგინებოდეს, ქალებში სახალხოდ, ( უკეთესია ჯგუფურად) დადიოდეს, არ იპარსავდეს იღლიას და ორგანული სურნელიც ზომიერების ფარგლებში ასდიოდეს.

ქალი–ქალებთან უფრო მარტივი მოთხოვნებია და მსოფლიოში მიღებული სტანდატებისგან, ჯერ ჯერობით (არ გვცალია მაგისთვის) დიდად არ განსხვავდება.

ხოო… კარგად არის ჩვენი საქმე. საქმე რომელსაც შიშებით შეპყრობილები ვაკეთებთ და ფობიებადაც არ მოვიხსენიებთ ზედმეტი ევროპული მანერულობის გამო ( თავი დავიზღვიოთ, მაინც…რა იცი რა ხდება).

მოკლედ შიშს დიდი თვალები და ყურები აქვს, რომლიდანაც დამახინჯებულად აღიქვავს ხშირად რეალობას!

შიში მამაძაღლია და გვაყეფებს!

შიში შეიქმს სიყვარულს– რომელსაც ჩვენი ეშინია!

ასეა აზიატის გაევროპელების მცდელობის ამბავი– არა შეჯდა მწყერი ხესაო თუ რაღაცასოვო….  მთავარია, რომ დღეს ჩვენს რეალობას შიში შეიქმს და შიში გვაერთიანებს.

სიყვარულს და მიმტევებლობას გავეერთიანებინეთ– ამას გისურვებთ!     აXიომა:)

About these ads
Categories: Uncategorized | Tags: , , , , , | 17 Comments

Post navigation

17 thoughts on “შიში შეიქმს

  1. :D :D :D ვერ შეგეკამათები, როგორც წესი გენებშ გვაქვს სხვის ჯინაზე, სხვის დასანახად, სხვის გულისგასასკდომა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ…. აი შენ ხო ხედავ რომ მარაზმამდე მივედით, მეც ვხედავ, და კიდე ბევრი არიან ჩვენნაირები… კი ისეთებიც ბევრი არიან რომ იბრალებენ და საქმე საქმეზე რომ მიდგება შეიძლება ყბა ჩამოგივარდეს მაგრამ მაინც :D …. ნელ-ნელა განოიხედა ხალხმა თვალებში…. მოკლედ გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი :*

  2. მე კიდევ ერთი მაგალითი ვიცი – ერთ გოგოს მეორესთან დაქალობის დროს ‘ძმები’ ეუბნებიან რომ ის გოგო ‘გაფუჭებულია’ და ამის გამო საკუთარი ნებით ამთავრებს დაქალობას, თან ჩხუბით, ოღონდ არც ის იცის, მართალია თუ არა ეგ ჭორი და არც ის, რატომ არ უნდა იდაქალოს, გაფუჭებულიც რომ იყოს ის გოგო.

    • მოკლედ ვერ ვართ კარ დღეში, სადამდე მივალთ ამ გამოგონილი შიშებით არ ვიცი. ერთი რამ კი ცხადია– 21 საუკუნეში ერთ ადგილს ვტკეპნით და განვითარების ნაცვლად ფერად რეგრესს განვიცდით.

  3. პრინციპში ყველაფერში გეთანხმები. მგონი ჩვენი საზოგადოების, დიდი ნაწილი ელემენტარულად დახამებულია ცხოვრებას. აი მარტივად რომ ვთქვათ, ან კომპლექსებში იხრჩობიან, ან ძალით უკომპლექსოები არიან, რაც კიდევ უფრო საზიზღარია. :/ უნახავმა რა ნახაო…

    • “ცხოვრებას დახამებული” მომეწონა–ზუსტად მასეა სამწუხაროდ. :(

  4. აქსიომაააააა :) თითქოს ჩემი დაწერილია..აი, ყველაფერში გეთანხმები..
    ერთი მსგავსი პოსტი მეც უნდა დავწერო .შიშებზე და უკმაყოფილებაზე და ვიწუწუნო :) ))
    აი მართლა ვერ ვხდები, ჯერ ვერ ამოვედით ვაკუუმიდან თუ უფრო უარესობისკენ მივდივართ
    ბლეყ ვე ვიტან მასეთ მაოზროვნე ხალხს (პოსტში რომ გყავს აღწერილი), ძლაიანდ აკკომპლექსებუელბი არიან და პირველ რიგში ცხოვრებამ და საზოგადოებმა დააკომპლექსა..ეჰ…

    • ისე ეხლა დავფიქრდი და მართალი ხარ: ცხოვრებამ და საზოგადოებამ. მაგრამ იქნებ საზოგადოებაა თვითონ ცხოვრებაც? მგონი მასეა. ხო და ცხოვრებაა აშკარად ყველაფრის ერთმნიშვნელოვანი მიზეზი. :)

  5. იარლიყები, ფობიები, ფსევდო-მორალი და შაბლონური აზროვნება :(

    გვეშველება რამე? :(

    • მე უკვე პესიმისტურად ვარ განწყობილი–ძალიან მეპარება ეჭვი, არაფერი არ გვეშველება– ჩვენი თაობა ვერ მოეწრება ყოველ შემთხვევაში.

      • moli,axioma gveshveleba,chvenc xom sazogadoebis nawili vart,tuki chven vxvdebit e.i sxvebic xvdebian marto xom ar vart,vicxovrot ise rom shevdzlot chven wreshi am fobiebis agmofxvra.didi saxlis msheneblobashi tito aguri davdot)

        • მართალია– ყველამ, რომ “გავუნათოთ” ხოლმე გონება გარსემომყოფებს, ალბათ ბლოლოს ისინიც გაუნათებენ სხვებს გონებას ფობიების სიბნელისგან. +1 faifuris angelozi (ახა! ლათინურად დავწერე შენი ნიკნეიმი;))

  6. მე დიდი ხანია ბოზი ვგონივარ ალბათ ბევრს.
    მაგრამ საერთოდ არ ვწუხდები ამით. გამიმართლა და ირგვლივ აშკარად გონიერი ადამიანები მყავს, ასე რომ რაღაცნაირად, მოწყვეტილი ვარ სამყაროს, სადაც ბოზი ვარ ;დ დედაჩემი კიდევ, მოგეხსენება, მშვენიერი დედაა, მამის კლანჭებისგან თავისუფალი ვარ და მოკლედ, მიმართლებს ^^ დაე ვიყო ბოზი, თუ ამას ვერასდროს ვიგრძნობ :დდდ

  7. ღმერთმა დაგიფაროს! შეუძლებელია შენნაირი გოგო ვინმეს ბოზი ეგონოს. უბრალოდ რაღაცნაირად კარგი ხარ, ძალიან საინტერესო და არა–ჩვეულებრივი. თუ ამ თვისებების გამო მოგაწეპებრნ იარლიყს–ეს პირიქით ქათინაურის ტოლფასია მოაზროვნე ადამიანების თვალში. :)

  8. ხოოოოო,ბევრ რამეში გეტანხმები
    და კიდევ დავამატებდი: თუ გათხოვილი ქალი კარგად გამოიყურება,თავს უვლის და არ აქვს ზედმეტი კილოგრამები ესეიგი ”ვიღაცას ეპრანჭები?” ,და აშკარად ’სხვა’ იარლიყს მიგაკერებენ…
    მაგრამ ეს ადამიანები სნობები და ბნელები არიან და მე გულწრფელად მგონია,რომ უმცირესობაშიც არიან…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.

იმისთვის რომ იცხოვრო

იმედი ხედავს უხილავს,გრძნობს არარსებულს და ახდენს შეუძლებელს

უსათაურო

The greatest WordPress.com site in all the land!

smiley

just keep smiling

Salolas's Blog -‘๑’

მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი... -‘๑’

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

მიყვარხართ ^.^

ვინც არუდნა იყო ჩემს ბლოგსა შინა ....

me da chemi blogi

ჩემი სამყარო ჩემს ბლოგში.. <3

Megan

Hello, Your Welcome/ გამარჯობა, კეთილი იყოს შენი მობრძანება

კუში-კუში...

ბლოგი სამი წერტილით ...

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

ყველაფერი

It's everything - kvelaperi.wordpress.com

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბუქნი

❝If you never try, You'll never know❞♫❤

out13side

პანდას ბლოგი

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

ნინი'ს ბლოგი

ექსპერიმენტი

Jane's Universe

My Sunny shelter

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 144 other followers

%d bloggers like this: