მუგოდუ


გულმოდგინედ ურევს, ხის გაყავისფრებული კოვზით კარდალაში მოთუხთუხე პრასის წვნიანს და გაფართოვებული თვალებით მისჩერებია ფანჯარას, საიდანაც  მთების ლანდი, ზანტად გაწოლილ ღრუბლებს ბამბის მოჩვენებებივით იგერიებენ.

დიდ ძუძუებიანი, ოფლიანი, შავკანიანი ქალი იმ წვნიანის ოხშივარით ყარს, რომელსაც მთელი სოფელი მუგოდუს დღესასწაულზე წელიწადში ერთხელ, ხისგან გამოჩორკნილი, დიდ ფალოსიანი კერპისთვის ხარშავს ხოლმე.

ქმარი მზის ამოსვლამდე  ტროპიკული იგუანას მოსატანად წავიდა და როგორც სჩვეოდა, იმგვარი წიკვინა ხმით, სოფლის საერთო ზეიმისთვის მზადყოფნა უბრძანა ტუას.

ჰო ტუა ჰქვია ამ ჩასუქებულ ქალს, რომელიც თაკარა მზის ქვეშ თავდაუზოგავად აგროვებს ძირნაყარ პალმის ნაყოფს და საკუთარი ვეებერთელა ძუძუები ჭირის დღესავით სძულს მათი აუტანელი სიმძიმის გამო.

ბავშვობა გაახსენდა. უხეში ტილოს ამარა, რომ დარბოდა მტვრიან შარაზე, სხვა მეგობრებთან ერთად და ხილის ბუზებს აგროვებდა პირის ჩასატკბარუნებლად. მაშინ გათხოვება ისეთივე დღესასწაულად მიაჩნდა, როგორც წვიმის კერპისთვის-  კურდღლის მხვერპლშეწირვის დროს ტარდებოდა ხოლმე.

მერე გათხოვდა, დაორსულდა, ბინძურ ჩალურშიც იმშობიარა და ძუძუებიც გაეზარდა. თვითონ რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ამხელა “საგანძური” მუგოდუმ უბოძა გაძვალტყავებული და უკბილო ქმრის გასახარებლად.  ეტყობა, მუგოდუ სათანადოდ არ უჭვრიტინებდა, მიწურის ნაპრალებიდან, ღამით ერთმანეთში გადაზელილ ცოლ–ქმარს, თორემ მის ღვთაებრივ გულსაც კი ააჩუყებდა ტუას მეორე ნახევრის ცოდვილობა, რომელსაც ცოლზე არანაკლებ სძულდა ეს უზარმაზარი თურთუმელა “განძი”.

საცოდავი აბორიგენი ქონის ტომარასავით ეკვროდა ხოლმე ცოლს და ერთხელ , როცა ტუა შემთხვევით გვერდზე გადაბრუნდა, კინაღამ მოგუდა უკბილო და ერთადერთი იმედი იჯახში.

ურევს შესქელებულ, მომწვანო წვნიანს და უნებურად ღიღინებს მელოდიას, რომელსაც მისი წინაპრების წინაპრები ღიღინებდნენ ხოლმე.

ურევს და თან კედელს უყურებს, სადაც შარშან, თეთრკანიანი აბორიგენების ნაჩუქარი ჟურნალიდან, სათუთად ამოხეული ფერადი და კვამლისგან სეპიად ქცეული სურათი იწონებს თავს.

სურათზე ნახევრად შიშველი პამელა ანდერსონი მგზნებარედ ეხუტება -საკუთარ უზარმაზარ ,მრავალ ათასიან ძუძუებს და ვითომ შეწუხებული, ეფიცხება მზის სხივებს.

ეს სურათი ტუამ, თავისი გაძვალტყავებული ქმრის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც საპატიო ადგილზე დაკიდა და ყოველთვის, როცა მას უყურებს -შინაგანი სიამაყით და უსაზღვრო სიყვარულით ივსება.

სიამაყით იმიტომ, რომ:  სწორედ ამ სურათის გამო , თავის დღეში პირველად, ისეთი სილა გაარტყა, გაკაპასებულ და წიკვინა მეორე ნახევარს, რომ დარჩენილი ბოლო კბილიც ჰაერში ფრიალით დაიკარგა და საბოლოოდ იყარა ყველა ჯავრი- რაც გათხოვებიდან უგროვდებოდა.

სიყვარულით იმის გამო, რომ გადაარჩინა და სოლიდარობა გამოუცხადა თავისზე შიშველ, უფრო დიდ ძუძუებიან და მზისგან შეწუხებულ ქალს -სხვა კონტინენტზე.

ყოველთვის, როცა პამელას უყურებს –ახსენდება, რომ მასზე გაჭირვებულებიც არსებობენ ამ ქვეყნად და შეიძლება, პრასის შესქელებული წვნიანიც კი ენატრებათ.

უკვე მოსაღამოვდა და სოფელიც გამოცოცხლდა. ჩხრიალა დაირების და აფრიკული დოლების ხმა ცეცხლის ალთან ერთად, მთელს აფრიკას ამცნობს მუგოდუს დღესასწაულის დაწყებას. დღესასწაული, რომელზეც დიდ ფალოსიან ხის საფრთხობელას სცემენ თაყვანს და მის წითლად შეღებილ სახეში, ყველა თავის მეორე ნახევარს პოულობს ხოლმე.

ტუამაც იცის, რომ ეს ხის დიდ ფალოსიანი საფრთხობელა მისი ქმრის ზუსტი ასლია, რომელიც თანაბრად უნაწილებს ადამიანებს სიხარულს და მწუხარებას.

ტუა გულდაწყვეტილი, მხოლოდ ერთი განსხვავების გამო რჩება ყოველწლიურად:. მართალია,  დიდი  მუგოდუს წყალობით, საბედნიეროდ, არც თვითონ აქვს პამელასავით დიდი ძუძუები- სამაგიეროდ, არც მის ქმარს არ აბადია,  ხისგან გამოჩორკნილი ორეულის მსგავსი მამაკაცური “ღირსება”.

დიდი  მუგოდუ კი ამაყად გადმოყურებს კოცონის გარშემო მროკავი აბორიგენების ჯგუფს და ნიშნისმოგებით ებადრება წითლად შეღებილი სახე საკუთარი უპირატესობის შემხედვარეს. :)

ეძღვნება ჩემს მეგობარ აბორიგენებს, რომლებმაც  პლასტიკური ქირურგიის საოცრება საკუთარ თავზე გამოცადეს. :)

Xიომა :)

About these ads
Categories: თხზულებები | Tags: , , , , , , , , , , , , , , , | 10 Comments

Post navigation

10 thoughts on “მუგოდუ

  1. ჰმ, საკამათო და ძვირიანი თემაა ვერაფერს იტყვი :?

  2. ორჯერ წავიკითხე, კვირა დილა რომ თენდებოიდა და კვირა რომ ღამდებოდა მაშინ, ორივე ჯერზე ერთი და იგივე გავიფიქრე: არაჩვეულებრივი შესრულება.
    და რატომ აღვნიშნე ის თუ როდის წავიკითხე პოსტი: 1. კვირა დილით პირველი რაც გავაკეთე ბოლომდე გამოფხიზლებამდე და 2. კვირა ღამით უკანასკნელი რაც გავაკეთე არა ფხიზელ გონებაზე დაძინებამდე – ორივე შემთხვევაში ერთმა აზრმა გამიელვა თავში რაც ძალიან იშვიათია.
    ჰოდა არაჩვეულებრივი შესრულებაა, სიამოვნებით გავედი ბოლოში.

    • აქსიომა

      ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: შენს კომენტარებს ახალ “კატეგორიაში” მოვათავსებ და “პოსტებად” შვთავაზებ მკითხველს. რაღაცნაირად გულწრფელი ხარ – ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებს. მადლობა .

  3. საოცარ ადგილებს მოგვატარებ ხოლმე :)
    პამელა VS ტუა— მაგარია :)

  4. უბრალოდ დამაინტერესა ამ პოსტის დაწერის შთაგონება რა იყო :დ

    • აქსიომა

      ჯასთ მუზა და რძე. ზეთს ოლლ. :/

  5. ნაინა

    კარგია, საინტერესო და ამავე დროს ბევრ რამეზე დასაფიქრებელი, ყოველ შემთხვევასი ჩემთვის. წერის მანერა, სტილი და აზრების წყობა მომწონს. დღეს ბევრი წერს, მაგრამ ძალიან ცოტა ღირს წაკითხვად.

    • აქსიომა

      შემოგევლე. დიდი მადლობა. ჩემი აზრით არაჩვეულებრივი და გემოვნებიანი მკითხველი ხარ, მარტო იმიტომ არა, ჩემი პოსტები რომ დადებითად შეაფასე, ეს შენი აქცენტებიდან დაუფარავად იკვეთება. :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.

იმისთვის რომ იცხოვრო

იმედი ხედავს უხილავს,გრძნობს არარსებულს და ახდენს შეუძლებელს

უსათაურო

The greatest WordPress.com site in all the land!

smiley

just keep smiling

Salolas's Blog -‘๑’

მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი... -‘๑’

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

მიყვარხართ ^.^

ვინც არუდნა იყო ჩემს ბლოგსა შინა ....

me da chemi blogi

ჩემი სამყარო ჩემს ბლოგში.. <3

Megan

Hello, Your Welcome/ გამარჯობა, კეთილი იყოს შენი მობრძანება

კუში-კუში...

ბლოგი სამი წერტილით ...

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

ყველაფერი

It's everything - kvelaperi.wordpress.com

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბუქნი

❝If you never try, You'll never know❞♫❤

out13side

პანდას ბლოგი

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

ნინი'ს ბლოგი

ექსპერიმენტი

Jane's Universe

My Sunny shelter

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 144 other followers

%d bloggers like this: