Posts Tagged With: მეწაღე

ასპარაგუსის ისტორია


   –დამაყარეთ ყვავილები!!! ბევრი… ნუ ზოზინებთ!!!ჩქარა! ჩქარა– შეშლილივით ყვირის ასპარაგუს მეოთხე და მსახურებს სამარიდან ქოქოლას აყრის.
საცოდავი ემილია, მისი ერთგული მეუღლე მუხლებზე დაჩოქილა და დაბალი ხმით რომელიღაცა ლოცვას ლუღლუღებს, თან ორმაგად არის აღგზნებული იმაზე ფიქრით, რომ მალე ყველაფერი ისე დასრულდება როგორც ნატრობდა.
მწვანე მოკასინს (ასე ეძახიან ყველა)– სამკუთხედთავიან, გაძვალტყავებულ მებაღეს–სიმწრის ოფლი ასხამს და აწითლებული სახით ენერგიულად იქნევს ყვავილების გროვიდან ამოღებულ ხის ნიჩაბს. საწყალი ყვავილები.. მისი ნალოლიავები მშვენიერი ბაღი–ერთი უაზრო ახირების გამო დააპუტინა      უსულგულო ასპარაგუს მეოთხემ. თუმცა, ოღონდ ამ საქმეს მორჩნენ და მერე ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება. ბაღსაც მიხედავს და ყვავილებიც ისევ თავიდან აყვავდებიან.
მზე დასავლეთისკენ გადაიწვერა და უკანასკნელი ყვავილების გროვაც ჩაცალეს ორმოში. მწვანე მოკასინმა თითქოს საძაგლობას იშორებსო –ისე მოისროლა ხის ნიჩაბი გვერდზე და სხვა მსახურებმაც მას მიბაძეს. ირგვლივ მდუმარება ჩამოიზლაზნა და მხოლოდ დაღლილი ადამიანების გულის   გამალებული ცემა არღვევდა სიჩუმეს.
ასპარაგუს მეოთხე ერთი პოლონელი მეწაღის ღარიბ ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდან ეტყობოდა, რომ მისი ტვინი გამჩენს, რაღაც საპატიო მიზეზის გამო–  თავდაყირა მოეთავსებინა ამ დამრგვალებულ თავის ქალაში.

ასპარაგუსი არაფრით არ გავდა სხვა ბავშვებს: მართალია სკოლაშიც სხვებივით დადიოდა, გაკვეთილებსაც გულდასმით სწავლობდა, მაგრამ ერთი    უცნაურბა ჭირდა– დღეში რამდენჯერმე დაკრეჭავდა კბილებს და ბოროტ კურდღელს ემსგავსებოდა ხოლმე.

ეს კურდღელი ატეხავდა სლოკინის მაგვარ სიცილს და მოყვებოდა სირბილს. დარბოდა და თან სლოკინით იცინოდა. როცა დაიღლებოდა სლოკინ– სლოკინით მივარდებოდა სამზარეულოს კარადას და შლეგიანივით იწყებდა იქ აღმოჩენილი საკვების თქვლეფას. ამ დროს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებდა. ერთხელ მისი დაბმაც კი სცადეს, მაგრამ გაგიჟებულმა ასპარაგუს –კურდრელმა სულ წინა კბილებით დაღრღნა თოკი და დასისხლიანებული ღრძილებით მაინც საჭმელების საცავის კარს ეცა.

-გააგრძელე;)>

Categories: თხზულებები | Tags: , , , , , | 12 Comments

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.

იმისთვის რომ იცხოვრო

იმედი ხედავს უხილავს,გრძნობს არარსებულს და ახდენს შეუძლებელს

უსათაურო

The greatest WordPress.com site in all the land!

smiley

just keep smiling

Salolas's Blog -‘๑’

მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი... -‘๑’

Gogonebi's Blog

Just another WordPress.com site

მიყვარხართ ^.^

ვინც არუდნა იყო ჩემს ბლოგსა შინა ....

me da chemi blogi

ჩემი სამყარო ჩემს ბლოგში.. <3

Megan

Hello, Your Welcome/ გამარჯობა, კეთილი იყოს შენი მობრძანება

კუში-კუში...

ბლოგი სამი წერტილით ...

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

ყველაფერი

It's everything - kvelaperi.wordpress.com

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბუქნი

❝If you never try, You'll never know❞♫❤

out13side

პანდას ბლოგი

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

ნინი'ს ბლოგი

ექსპერიმენტი

Jane's Universe

My Sunny shelter

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 144 other followers

%d bloggers like this: