წელს ზამთარს ისევ შეუყვარდა თბილისი. ქალაქის ქუჩებში დასეირნობს და ლოთი, ბუნტისთავი კაცივით, თავდაყირა აყენებს სანაგვე კონტეინერებს.
იმ წელსაც ასე ციოდა. მე იმ ასაკში ვიყავი, როცა ადამიანს საკუთარი თავი ყველაზე გამორჩეული და სასურველი გონია. მაშინ რამდენიმე მეგობართან ერთად,თავგადასავლებზე ნადირობა მეგონა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების ერთადერთი საშუალება.












აზრები :)